logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება
გიორგი გახარია: ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება
15:34 29.01.2020
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარების წარმატება ძლიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის არსებობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი.

„ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ღია მმართველობის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმატებები, თუმცა სამუშაოც ძალიან ბევრია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერის თქმით, საქართველო როგორც ინსტიტუციური განვითარებით, თუ სხვადასხვა პროცედურებით, ასევე სხვადასხვა ძალზედ ავტორიტეტული რეიტინგების შესაბამისად, ბევრ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ღია მმართველობის პრინციპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი კონცენტრირებული შრომის და მუშაობის მიზანი უნდა გახლდეთ კორუფციასთან ბრძოლა და ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. ეს გახლავთ სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და საგადასახადო სფეროს, საჯარო სერვისების, ისევე, როგორც ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით და საჯარო სამსახურის შესახებ შესაბამისი კანონების ცვლილებები. ეს კანონები უკვე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მათი იმპლემენტაციის უმრავლესობის ეტაპი დასრულებულია, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ თითოეულ მათგანს შემდგომი განვითარება სჭირდება. ყველა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ გვესმის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის რჩება შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა