logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„დღეს ქართულ მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“ - სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
„დღეს ქართულ მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“ - სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
17:45 28.01.2020
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა , რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია, მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს.

ზურაბიშვილის თქმით, კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს.

პრზიდენტი ასევე აცხადებს, რომ დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს.

„როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს.

ოპოზიციური არხის - „რუსთავი-2-ის“ საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა, - განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2-ის“ მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის - არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი დადასტურება იყო.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი-2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა