logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან კობერიძე: ექიმებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოდიოდეს პარლამენტში
ლევან კობერიძე: ექიმებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოდიოდეს პარლამენტში
16:43 28.01.2020
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები მთავრობის №520 დადგენილებასთან დაკავშირებით ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

როგორც ფრაქციის წევრმა, ლევან კობერიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია უშუალოდ ექიმებისგან მიღებული ინფორმაცია, თუ რა შედეგები გამოიღო 520-ე დადგენილებამ.

„გამოიკვეთა, რომ კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიასა და არითმოლოგიაში პაციენტები ვერ იღებენ ამ სერვისს, რამდენადაც სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამება რეალობას. სამინისტროს ინფორმაცია, რომ თითქოს კომუნიკაცია აქვთ ძალიან აქტიური, აღმოჩნდა ტყუილი, რადგან 10 იანვრის შემდეგ იმ დაანონსებულ საბჭოებში, რომელთანაც სამუშაო შეხვედრები უნდა გამართულიყო, შეხვედრები არ გამართულა. ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც სამინისტრომ კლინიკებისგან და ექიმებისგან მოითხოვა, მიწოდებულია შარშან, წლის ბოლოს, მაგრამ სამინისტრო რატომღაც ვერ ან არ ახერხებს ამ ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. სამინისტრომ თვითონ აღიარა, რომ დაშვებული იყო შეცდომები ფიბრილატორების და პეისმეიკერების თემაზე და ეს თემაც კი არ არის დარეგულირებული და შესაბამისი ცვლილებაც კი არ არის შესული 520-ე დადგენილებაში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი განცხადებით, ექიმების და კლინიკებისგან მიღებული ინფორმაციით, დადგენილებამ რეალურად მხოლოდ ნეგატივი მოიტანა პირველ რიგში პაციენტებისათვის იმ ნოზოლოგიებზე, რომელიც ეხება კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, არითმოლოგიას და, გარკვეულწილად, რეანიმაციას. „დღის წესრიგში მთავარი თემა ჯერჯერობით არის მხოლოდ ეს დარგები, თუმცა იგივე პრობლემები ცოტა ხანში, სავარაუდოდ, შეეხება სხვა დარგებსაც, რადგან იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაქვს, მზადდება დადგენილებები უკვე სხვა დისციპლინებთან დაკავშირებითაც“, -აღნიშნა ლევან კობერიძემ.


ფრაქციის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პარლამენტში მოსვლას ითხოვენ.

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოდიოდეს პარლამენტში, მას არ უნდა „ერიდებოდეს“ კომიტეტში მოსვლა, სამუშაო რეჟიმში უნდა პასუხობდეს ამ კითხვებს და მიმდინარეობდეს ამ საკითხებზე მუშაობა. რადგან მან არ ინება კომიტეტში მოსვლა, ამიტომ ჩვენ - ფრაქციამ ის სავალდებულო წესით დავიბარეთ და იგი ვალდებულია ჯანდაცვის კომიტეტის პირველივე სხდომაზე მოვიდეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


დეპუტატმა კლინიკებში კლინიკებში ხელფასების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„სუბარია იმაზე, რომ ხელფასები შემცირებულია და შემცირდება შესაბამისი თვეებში. სამინისტრო ოთხთვიანი დაგვიანებით იხდის სამინისტრო კონკრეტული გაწეული სამუშაოების მიხედვით ანაზღაურებას, შესაბამისად, ეს უკვე კლინიკებთან არის სასაუბრო, ჩვენი ინფორმაციით, ნაწილმა კლინიკებმა ახლა შეამცირა ხელფასები ნაწილობრივ და ნაწილმა - უკვე დაუანონსა საკუთარ თავს, რომ შესაბამისი თვეების მიხედვით, დადგენილება როგორც შემოვიდა, იმის მიხედვით ანაზღაურებას იქნება შემცირებული. ეს უკვე კლინიკის შიდასაოპერაციო ხარჯების თემაა. ამ დადგენილებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, შეუძლებელია, რომ ოპტიმიზაცია არ მოახდინონ კლინიკებმა. ჯანდაცვის მინისტრს თუ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია და თავისი ბრძანებით გამოსცემს ექიმების და ექთნების ხელფასებს, ძალიან ცდება. რადგან ვერავინ ვერ უკარნახებს კლინიკას როგორ უნდა მართოს თავისი შიდასაოპერაციო ხარჯი. ჯანდაცვის მინისტრს თუ უნდა, რომ თანხები დაიზოგოს ბიუჯეტიდან, უნდა დაიხუროს ის კლინიკები, რომლებიც ხარისხის სტანდარტს არ შეესაბამებიან. მინისტრს მორალური უფლება ექნებოდა ელაპარაკა ამ ყველაფერზე ერთი ის კლინიკა რომ მაინც დახურულიყო ხარისხის სტანდარტთან შეუსაბამობის გამო. ვთვლი, რომ მინიმუმ 30 კლინიკაა საქართველოში, რომელიც ხარისხის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მინისტრის - უნდა ხდებოდეს ხარისხის სტანდარტის შემოღება და შეუსაბამო კლინიკები დაიხუროს. მათი დახურვით სწორედ ის თანხა დაიზოგებოდა, რასაც ახლა კლინიკებსა და სამინისტროს შორის მინისტრი არკვევს, ვიღაცას ხელფასი უნდა შეუმცირდეს თუ არ უნდა შეუმცირდეს. მინისტრს არ ჰყოფნის ამის გამბედაობა, დახუროს ასეთი კლინიკები და ხარისხიან და ნორმალურ კლინიკებთან წევს წარბს მაღლა, ნაცვლად იმისა, რომ უხარისხო კლინიკები, საიდანაც ხდება ბიუჯეტის თანხის გაწოვა და შეჭმა, ის კლინიკები დახუროს. ვურჩევდი სანამ შიდასაოპერაციო ხარჯებში დაიწყებს ჩარევას და მკაცრ განცხადებებს გააკეთებს სსრკ ჯანდაცვის მინისტრივით, იმ კლინიკებს მიხედოს, რომელიც რეალურად დასახურია“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა