logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მილიონი ევრო
სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მილიონი ევრო
16:12 28.01.2020
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით,

მორიგ შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რასაც მისივე ინფორმაციით, სპეციალური რეპორტი მიეძღვნა.

„ეს უკავშირდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს რეპორტში საქართველოს საქმე. კერძოდ, ეს არის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის ძირითადი მიმართულებაა გამოდეპორტებული ადამიანების საქმე. სულ მცირე, 1500 ადამიანია დაზარალებული. ეს საქმე საქართველომ მოიგო 2019 წელს.

დიდმა პალატამ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მლნ ევრო. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ამ ანგარიშში და ასევე მოხვდება რეზოლუციაში. ვფიქრობ, ყველა ასეთი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დაზარალებული ქართველების თემა იყოს ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, რუსებს ჰქონდათ მწვავე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში, მაგრამ, კონვენციაც და ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტიც ჩვენს მხარესაა. მთავარია, ჩვენ ვიყოთ აქტიურები და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, გადაიხადოს დავალიანება, რომელიც აქვს ამ მოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა