ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს
, რომ დარჩება თუ არა ის მინისტრთა კაბინეტში აზრს მოკლებულია.
მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაზე საუბარი არ გვაქვს.
„არავითარ ცვილელებებთან საქმე არ გვაქვს, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსვლა და შესაბამისად, რაიმე სახის სამთავრობო მნიშვნელოვან ცვლილებებზე არ გვაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე კითხვა, მე დავრჩები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

















