logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„დეოკუპაცია არის ჩვენი საერთო მიზანი“ - სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვედა
„დეოკუპაცია არის ჩვენი საერთო მიზანი“ - სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვედა
14:59 28.01.2020
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰენდრიკ დამსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ევროპაში შესვლის ოცნების განხორციელება და მაშინ დაწყებული სვლა არასდროს შეცვლილა, არასდროს შენელებულა, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ, ჩვენი თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ.

სალომე ზურაბიშვილმა ჰენდრიკ დამსის ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მომდევნო ეტაპია საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა, რათა ხმა ისმოდეს სხვა საკითხებზეც, რათა საქართველომ გამოავლინოს საკუთარი თავი როგორც ქვეყანამ, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეუძლია გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება.

„მინდა, მოგილოცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა და გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აქ ყოფნა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რადგან ეს არის ის, რაზე ვერც კი ვიოცნებებდით 21 წლის წინ, როდესაც შევუერთდით ევროსაბჭოს. ევროსაბჭოში გაწევრიანება უკვე იყო ევროპაში შესვლის ოცნების განხორციელება და მაშინ დაწყებული სვლა არასდროს შეცვლილა, არასდროს შენელებულა. ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, ჩვენი თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ. ბევრი აქედან არის თქვენი, ევროსაბჭოს დამსახურება, თქვენი მხარდაჭერისა და ზოგჯერ თქვენი კრიტიკის, რადგან გარკვეული კრიტიკის გარდა, არავინ მიმართავს ძალისხმევას. საქართველომ ეს ყველაფერი გააკეთა არსებული რთული სიტუაციის, კონფლიქტების, ოკუპირებული ტერიტორიების, დაძაბულობის და საფრთხეების მიუხედავად. ეს არის ის, რასაც საქართველო გადის და ამავე დროს აშენებს ინსტიტუტებს, იცავს ადამიანის უფლებებს და გარდაქმნის თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.

შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ამ მხრივ წინსვლა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ორგანიზაციის მხარდაჭერაზე, კერძოდ ევროსაბჭოში, რომელიც ყოველთვის ჩვენს მხარეს იდგა და სადაც მიიღეს არაერთი რეზოლუცია. ეს არ არის საკმარისი, დღეს ჩვენ გვჭირდება მოძრაობა, ჩართულობა, ცვლილებები და დეესკალაცია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს სრულ ტერიტორიაზე წვდომა. გვჭირდება ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, მოგვარდეს და ოკუპაცია დავძლიოთ. დეოკუპაცია არის ჩვენი საერთო მიზანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა