პრეზიდენტი უცხოეთში განათლების მიღებას პრიორიტეტულად მიიჩნევს.
მისი განცხადებით, მომავალი წლიდან უცხოეთში სწავლის პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდება და სახელმწიფო ქვოტებს ჰუმანიტარულ პროფესიებზეც დაუშვებს.
მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს სწავლა უცხოურ საზაფხულო სკოლებშიც ურჩია.
"მომავალ წელს 6 000 ქართველს, ვინც ზაფხულის კარგ სკოლებში მოიპოვებს მოწვევას, ავუნაზღაურებთ მგზავრობის ხარჯებს. ყველას აუნაზრაურდება ის ხარჯებიც, რასაც უცხოური საზაფხულო სკოლა არ დააფინანსებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოში პროფესიული განათლების მიღებაზეც გაამახვილა ყურადღება.
"გაიხსნება ტექნიკური სასწავლებლები, სადაც ჩვენ 7 000 ადამიანი ტექნიკურ პროფესიებზე ისწავლის, 20 000 მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება პროფესიული კურსები - ინგლისური, კომპიუტერი და სხვა - გაიაროს, რათა ადამიანს მიმართულება მიეცეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანაც იგეგმება.
"საჭიროა ჩამოვიყვანოთ ძალიან ბევრი უცხოელი პედაგოგი და უცხოელი პპოფესიონალი სპეციალისტი, რათა კარგად ავითვისოთ თანამედროვე ტექნოლოგიები",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

















