logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მექა ხანგოშვილი - ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია კავკასიელი ხალხებისა და ქართველების ურთიერთობაში დაძაბულობის საბაბი არ უნდა გახდეს
მექა ხანგოშვილი - ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია კავკასიელი ხალხებისა და ქართველების ურთიერთობაში დაძაბულობის საბაბი არ უნდა გახდეს
14:15 30.08.2012
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი „ნიუსპრესთან“ საუბარში აცხადებს,  რომ ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია დაღესტნიდან გადმოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ, კავკასიელი ხალხებისა და ქართველების ურთიერთობაში რაიმე სახის დაძაბულობის საბაბი არ უნდა გახდეს.

დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა დაღესტნის მოჯაჰედების ვილაიეთის ხელმძღვანელობის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლოპოტას ხეობაში ქართულმა მხარემ „მოღალატეობრივად მოუწყო“ „იმარატ კავკაზის“ მოჯაჰედებს და თუ სპეცოპერაცია არ შეწყდება, შურისძიება დაიწყება.

როგორც ხანგოშვილმა აღნიშნა, ქართველებსა და დანარჩენ კავკასიელებს შორის ურთიერთობა არ უნდა დაიძაბოს.

„ამ ურთიერთობას ისეთი დიდი ისტორია აქვს, რომ არ შეიძლება ასეთ პატარა ინციდენტებს შეეწიროს. იმედია, რომ ურთიერთობა არ დაიძაბება. მართალია ღალატის შემთხვევაში, მათ პატიების უნარი ნაკლებად აქვთ და არც თვითონ ღალატობენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და არანაირი სახალხო შურისძიება არ მოხდება“ - განუცხადა ხანგოშვილმა „ნიუსპრესს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს უხუცესთა საბჭო, რომლის გადაწყვეტილებებსაც ახალგაზრდები ემორჩილებიან.

ამასთანავე, მისი თქმით, ტერორიზმს ეროვნება არ გააჩნია და არც ტერორისტების მოქმედებას აქვს გამართლება.

„კავკასიაში მსგავსი რამ მაინც ნაკლებად არის. მე ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ მსგავსი შურისძიება არ განხორციელდება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ურთიერთიობა არ დაიძაბოს“ - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

ამასთანავე, მან დასძინა, რომ პანკისის ხეობაში, რომელიც ეთნიკური ჩეჩნებით - ქისტებით არის დასახლებული, სრული სიმშვიდეა და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება.

ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია გრძელდება. გუშინ საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია მძევლების გათავისუფლებისა და 11 დივერსანტის ლიკვიდაციის შესახებ. ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა