logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება
დავით ზალკალიანი: ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება
10:22 28.01.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილებს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორების ნებისმიერი განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც მეგობრების რჩევა და გამოხმაურება.

მინისტრის თქმით, პარტნიორების, მათ შორის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველო აღიქმება როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - „ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული კონგრესმენის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საუბრობენ სწორედ იმ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების გამო, რა სტანდარტებიც ჩვენმა ქვეყანამ დააფუძნა და რისი ფლაგმანიც ჩვენ ვართ მთლიანად რეგიონში. ამიტომ, მოლოდინებიც არის შესაბამისად მაღალი და კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას იწვევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და სწორედ ამ თვალსაზრისით და ამ კუთხით ვხედავ იმ მიმართვებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და უშუალოდ ინფორმაციის მიტანა სიტუაციას რადიკალურად შეცვლის”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წერილებში იყო გარკვეული ფაქტობრივი უზუსტობებიც, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ სუბიექტურ ინფორმაციასთან. “ჩვენ ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად გავაგრძელებთ აშშ-სთან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე თანამშრომლობას, რათა მათ მუდმივად ჰქონდეთ ყოვლისმომცველი და ზუსტი ინფორმაცია ყველა პროცესზე, მათ შორის ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე, რადგან მოსაზრება, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნაა, რა თქმა უნდა სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონდა“ - აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ მნიშვნელოვან უზუსტობაზე კონგრესმენის განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო თითქოს კონსოლიდირებულ საბიუჯეტო აქტში საქართველოსთან მიმართებაში არის ნეგატიური პასაჟები. “ჩვენ შეგვიძლია თვალნათლივ დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის, რადგანაც 2017, 2018 და 2019 წლების კონსოლიდირებულ აქტებში, არის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, ასეთი მაღალი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია” - თქვა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ვაშინგტონში მაღალი დონის ვიზიტები, რაც იქნება კარგი საშუალება, უშუალოდ ამერიკელ პარტნიორებს და კონგრესმენებს გაეცნოთ პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა