logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს
10:11 28.01.2020
დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

„ბუნებრივია, ის 4 პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, დემოკრატიის განვითარება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობით, იქნება ფართოდ გაშლილი და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გავაცნობ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში გასამართ ღონისძიებებს, ასევე ვისაუბრებ უკვე გამართული ღონისძიებების შესახებ, რადგანაც ნოემბრის შემდეგ ჩვენ უკვე რამდენიმე ღონისძიება გავმართეთ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში და ასევე, თბილისში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ დიასპორული ორგანიზაციების შეკრებას. უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, სემინარები, რომლებიც მიეძღვნება ამ პრიორიტეტებს, მე მექნება ასევე საუბარი სხვა მიმართულებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქტუალურია ამ ორგანიზაციისთვის და ყველა ამ ძირითად მიმართულებაზე ბუნებრივია გავაკეთებ აქცენტებს, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა რომ პარლამენტარებთან კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდეს დებატები და ვუპასუხო მათთვის საინტერესო ყელა კითხვას.“ - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, მინისტრი სიტყვით გამოსვლისას, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც: „ეს იქნება თავმჯდომარის გადმოსახედიდან, რადგან მე ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ისეთი აქცენტები უნდა გავაკეთო, როგორც შეეფერება თავმჯდომარეს და არა ეროვნული პოზიციიდან, მინდა ასევე იცოდეთ, რომ ხვალ დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა საპარლამენტო ასამბლეაზე და პრეზიდენტი უკვე ეროვნული პოზიციიდან წარსდგება და ექნება შესაძლებლობა ისაუბროს ფართოდ ოკუპაციაზე, ასევე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, ბორდერიზაციაზე, იმაზე თუ რა ჰუმანიტარულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთლიანად ყოვლისმომცველი მიმოხილვა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა