logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა
18:37 27.01.2020
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, მორიგი საშუალება, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვეცდები, რომ მაქსიმალურად აქტიურად გამოვიყენო ეს თანამდებობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ასამბლეის ზამთრის სესიის მიმდინარეობის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. დეპუტატმა, რომელიც დღეს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს, კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირველი სესია საინტერესოდ დაიწყო და ქართულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განიხილებოდა, ეხებოდა რუსეთის დელეგაციის აღიარებას და ამასთან დაკავშირებით, გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან და შევჯერდით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდით დელეგაციის აღიარების საკითხს იმ უხეში წინააღმდეგობების გამო ევროსაბჭოს პრინციპებთან, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ეს გზავნილი გავახმოვანეთ ევროპის საბჭოს სესიაზე და უკვე კომიტეტები იმსჯელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციის დელეგაციის აღიარება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი დელეგაციის მიერ სხვა დელეგაციებთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასესიო კვირის დღის წესრიგზე საუბრისას, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განმარტა ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ყურადღებას როგორც უშუალოდ საქართველოსთან, ასევე, ევროპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში პირველად ვიღებთ მონაწილეობას ახალი შემადგენლობით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფორმატსა და სამუშაო პროცესებში. საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში. განწყობა შესანიშნავია, აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ახალი შემადგენლობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა