logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით საჯარო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით საჯარო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს
18:21 27.01.2020
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა.

კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წინაშე ამჯერად საჯარო უწყებების წარმომადგენლები წარსდგნენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მოწვეულ სტუმრებს განსახილველი საკითხის თაობაზე და ამ მიმართულებით შესრულებული საქმიანობის შესახებ, თავდაპირველად მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის მიერ ამ ზედამხედველობის ფარგლებში დაწყებული პროცესი ეხება ელექტროავტომობილების და ელექტროსატრანსპორტო საშუალებების განვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ანალიზს და იმის გარკვევას, თუ მოქმედი კანონების საფუძველზე რა შედეგები იქნა მიღებული, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა არსებული კანონმდებლობა, არის რამე შესაცვლელი მათში თუ არა და ა. შ.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, 2016-2018 წლებში განხორციელდა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, საგადასახადო კუთხით შეღავათებიც იქნა მიღებული, რათა წახალისებული ყოფილიყო ელექტროტრანსპორტის შემოყვანა საქართველოში. მისივე თქმით, გარკვეული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, სტატისტიკა მთლად დამაიმედებელი მაინც არ არის - ჰიბრიდულ ავტოტრანსპორტის შემოსვლა 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია, მაგრამ უკვე 2019 წელს შეიმჩნევა მათი კლება. უფრო სავალალო მდგომარეობაა ელექტროავტომობილებთან დაკავშირებით, რადგან მათი შემოყვანა მუდმივი კლების რეჟიმშია.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ის მიზეზები, თუ რამ განაპირა ეს ყოველივე. დღემდე სამუშაო ჯგუფმა მოუსმინა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათგან შემოვიდა საინტერესო და დეტალური შემოთავაზებები და რეკომენდაციები, რამაც, ვფიქრობ, პროცესის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის დიფერენცირებული გადასახადების დაწესებაზე, ასევე დასატენ სადგურებთან დაკავშირებული პრობლემა და სხვა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ მოსმენაზე კიდევ უფრო გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის შემოსვლას შეუწყობს ხელს.

კანონმდებლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მოუსმინეს: სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კიაზო ახალაიას და ექსპერტს ემილიანე მამალაძეს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით თვალაბეიშვილს; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას და ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსს ნუგზარ ბერიძეს; შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს იმედა მაკასარაშვილს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ერეკლე კეჟერაშვილს; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირმა გურგულიანს; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ბაჩო აბულაძეს, ასევე ქუთაისის, ბათუმისა და გორის მერიის წარმომადგენლებს: ჯაბა გოგონაძე, ეთერ ლომაძეს და თამაზ სანდოძეს.

სამუშაო ჯგუფი მოსმენაზე წარმოდგენილი ინფორმაციისა და წინადადებების საფუძველზე შეიმუშავებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ელექტროტრანსპორტის იმპორტის შემდგომი წახალისებისთვის, ასევე უკვე მიღებულ კანონმდებლობაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის.

ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი ხორციელდება ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) მიერ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა