logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ცისკარიშვილი - საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა საზღვრის დამრღვევთა დახოცვა სიტუაციის ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება
ცისკარიშვილი - საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა საზღვრის დამრღვევთა დახოცვა სიტუაციის ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება
13:28 30.08.2012
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს.

როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა საზღვრის დამრღვევთა დახოცვა სიტუაციის ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება.

„როცა ძალოვანი სტრუქტურის 400 წარმომადგენელი 6 კაცს დარაჯობს და ალყაში ჰყავს, როცა გამოყენებულია ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა, ვიღაცას უნდა ეყოს გამჭრიახობა და კომუნიკაცია დაამყაროს იმ შესაძლო დაჯგუფებებთან, რომლებიც კავკასიის ქედის ჩრდილოეთით ეგულებოდათ და შესაძლოა, გადმოსულ ჯგუფთან ჰქონოდათ კონტაქტი“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, ექსპერტს არასწორად მიაჩნია შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფის გადმოსვლასთან დაკავშირებით.

„გააკეთა ვინმემ განცხადება, რომ დივერსიებისთვის არის ჩამოსული და ასაფეთქებელი ობიექტების სია გადასცა მერაბიშვილს? რაც შეეხება მძევლებს, ჯერ ის გატაცებულები დაბრუნდნენ თავისუფალ გარემოში, პოლიციის წეზოლის გარეშე და ვნახოთ, ვინ ვინ გაიტაცა“ - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ ისეთი მშვიდობიანი გამტაცებლები, რომლებიც მძევლების სამ ჯგუფს რიგ-რიგობით ათავისუფლებენ, ჯერ არავის უნახავს.
მისი თქმით, დივერსანტს მძევალი არ სჭირდება, ვინადან თუ მას დივერსია აქვს მიზნად დასახული, საკუთარი საქმიანობის ზედმეტი მოწმე არ ესაჭიროება.

„ეს ჯგუფი რომ დივერსიული ყოფილიყო, ის ახალგაზრდები დიდი ხნის დახოცილები იქნებოდნენ. არ მაქვს ილუზია, რომ ისინი საქართველოში „ყვავილების დასარგავად ჩამოვიდნენ“, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ რუსეთს გამოექცნენ და საქართველოს აფარებდნენ თავს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საინტერსოა, ვინ ხელმძღვანელობდა დივერსიულ ჯგუფთან მოლაპარაკებს, რატომ არ განმარტავენ შესაბამისი სამსახურები ამ ჯგუფის წარმომავლობასა და მათ მიზნებს.

„ვფიქრობ, არც ამ ოპერაციის ავტორებმა იციან ზუსტად, რა ხდება. ამა თუ იმ ვერსიის გზადაგზა შეთხზვა მხოლოდ სახელმწიფოებრივ სირცხვილს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მოჯაჰედების მუქარას საქართველოს ხელისუფლების მიმართ შურისძიების თაობაზე, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თუ ეს ჯგუფი რომელიმე სერიოზული დაჯგუფების წარმომადგენლობა იყო, შურისძიების მოტივაცია იარსებებს.

„ამის გათვლა საკმაოდ მარტივი იყო და ხელისუფლებამ იცოდა, ვის ხოცავდა“-აღნიშნა მან.

ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული შემთხვევა რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყოს.

„თუ ეს რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, მათ წაუგებელი თამაში დაიწყეს, ვინაიდან კარგად იციან საქართველოს ხელისუფლების ხასიათი“-აღნიშნა ცისკარიშვილმა.

შშს-ს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიაზე დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად ქართველმა ძალოვნებმა ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლა.

მოკლულია 11 დივერსანტი, 6 მათაგნის დევნის ოპერაცია კი ამჟამადაც გრძელდება.

სპეცოპერაციას შსს-ს 2 თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე, თავდაცვის უწყების სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე ემსხვერპლა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა