logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ჯანდაცვის სერვისებზე შშმ ქალთა ხელმისაწვდომობის გამოსწორების პროცესი შეუქცევადი იყოს
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ჯანდაცვის სერვისებზე შშმ ქალთა ხელმისაწვდომობის გამოსწორების პროცესი შეუქცევადი იყოს
14:18 24.01.2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თემატური მოკვლევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე“ ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის (UK Aid) ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედრაზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რატი იონათამიშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, მაკა მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თემატური მოკვლევის პროცესი, ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის დღეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

„არსებობს არაერთი პრობლემა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სერვისის მიღებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის. ჩვენთვის ამ საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უშუალოდ არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯანმრთელობასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა კომპლექსურად, ურთიერთშეთანხმებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ამ პროცესის გამოსწორება იქნას შეუქცევადი ჩვენს ქვეყანაში”.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე: „კომიტეტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულად გვაწუხებს ეს არის შშმ პირების თემა და შშმ ქალები, რომლებიც ხშირად არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში, რადგან თითქმის არ არსებობს სერვისები, რომელზედაც მათ ხელმისაწვდომობა აქვთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს. ეს არი არის ზედამხედველობა ზედამხედველობისთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და სერვისები გახდეს ხელმისაწვდომი შშმ ქალებისთვის, კონკრეტული სიკეთეები მივიდეს ამ ადამიანებთან. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით შშმ ქალთა უფლებების დაცვის დიდი ქომაგები. ახალი კანონი „შშმ პირთა შესახებ“ კიდევ უფრო კომპლექსურად მიუდგება ამ საკითხს და ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მიმართულებები ამ ანგარიშიდან გადავიტანოთ საკანონმდებლო დონეზე“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა