logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რევაზ ჩარკვიანი: გვხვდა პატივი, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მიღებულიყო „ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით
რევაზ ჩარკვიანი: გვხვდა პატივი, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მიღებულიყო „ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით
00:04 24.01.2020
„მიღებულ იქნა “ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც ათწლეულში ერთხელ მიიღება და ჩვენ გვხვდა წილად დიდი პატივი, რომ სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო სტრატეგიის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, შეხვედრა თემაზე - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს რევაზ ჩარკვიანმა სიტყვით მიმართა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობაზე ისაუბრა.

„სტრატეგიის მიღება საქართველოზე რამდენიმე მიმართულებით იქონიებს გავლენას. ეს იქნება როგორც საერთაშორისო მიმართულება, ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის აღიარებულია მოწინავე ქვეყნად ახალგაზრდული სექტორის მიმართულებით. ასევე, მას ექნება სერიოზული გავლენა ქვეყნის შიგნით, ვინაიდან კიდევ უფრო გაძლიერდება მხარდაჭერა ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის ევროპულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ევროსაბჭოსგან უკვე გვაქვს რამდენიმე ტექნიკური დახმარება მიღებული, მათ შორის, ევროსაბჭოს დაფინანსებით, თებერვალში 30 ახალგაზრდა გაემგზავრება სტრასბურგში და გაივლის 1 კვირიან გადამზადების კურსს,“- აღნიშნა რევაზ ჩარკვიანმა.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველომ თავმჯდომარეობის ოთხ პრიორიტეტად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა