logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს სამართლებრივი თვალსაზრისით ლეგიტიმურია და ვერანაირი ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს სამართლებრივი თვალსაზრისით ლეგიტიმურია და ვერანაირი ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება
18:49 23.01.2020
რეალობა არის ის, რომ თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება და ხელისუფლება ელოდება მათ მიერ დაყენებულ შეთავაზებაზე პასუხს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ისინი არ გასცემენ დადებით პასუხს, „ ამ შემთხვევაში დარჩება ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს .

„თეა წულუკიანმა თქვა ის, რაც არის რეალობა ხო? ანუ, წამოვლენ შემოთავაზებაზე, რაც არის რაციონალური, ან წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ის სისტემა, რაც დღეს მოქმედებს. ანუ ფაქტობრივი მოცემულობა ,რაზეც ყურადღება გაამახვილა თეა წულუკიანმა. შესაბამისად, ეს არ არის ბუნებრივია, ულტიმატუმი.. რეალობა არის ის, რომ თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით,ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად „ზომიერი იყოს რიტორიკაში“.

„მაგალითად ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ვუწოდოთ კლოუნები ჩვენს ოპონენტებს არ ააქვს მნიშვნელობა ვის. თქვენ ხედავთ , რომ რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან არის ძალიან მძაფრი, ზედმეტად მძაფრი და მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით,საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს არის ლეგიტიმური, სამართლებრივი თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე ვერანაირი ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადება.

„ვერცერთ შემთხვევაში რომც დარჩეს არსებული სისტემა 77/73-ზე ეს არის ლეგიტიმური სისტემა და შესაბამისად ლეგიტიმაციის საკითხი ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს სისტემა მოქმედებს საქართველოში 1995 წლიდან ჯერ პროპორცია იყო განსხვავებული შემდეგ „ნაციონალური მოძრაობამ“ შეცვალა პროპორცია და 50/50-ზე ჩამოაყალიბა სისტემა, ეს არის ლეგიტიმური სისტემა, ამ სისტემით აირჩეოდა ყველა პარლამენტი 1995 წლიდან. შესაბამისად, ვერ დადგება სამართლებრივი ლეგიტიმაციის საკითხი და ვერ დადგება შესაბამისად ვერც პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი“,-განაცხადა კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა