logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: ძალიან გაიზარდა პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას
რომან კაკულია: ძალიან გაიზარდა პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას
14:46 23.01.2020
„ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ თავის კომენტარში, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა 2012 წელს იყო ის, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ეს იყო ალბათ ყველაზე მეტი ლეგიტიმაციით არჩეული პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი „ჩრდილოვანი“ საგარეო მხარდაჭერების გარეშე, რომელიც უცხო არ იყო მანამდე არსებული ნებისმიერი ხელისუფლებისათვის და ქართული საზოგადოება მანამდე დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, სანამდე, ამავე პრინციპებით ჩამოყალიბებული ძალა არ გამოჩნდება.

„ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზე ჩვენი ურთიერთობების, ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

ამ პოლიტიკოსებს მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის არსებობს არჩევნები, და სწორედ მათი სახელით მოსულ პოლიტიკოსებს უნდა მისცეს ხმა მომავალი არჩევნების დროს. ასევე, ყველას ვთხოვ, რომ იმუშაოს ამაზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, თუ ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს.

მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ რომ ეს ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე იქნას გაქარწყლებული და ობიექტური რეალობის დანახვისათვის ყველაფერი გავაკეთოთ.

ასევე მინდა გამოვეხმაურო კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც, რომლის განცხადებაც წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა დაახლოებით ამას მაგონებს და ასეთ სიტუაციაში ვხედავ. რომ ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს დაარქმევს სწორედ იმ ძალას, რომლის პოლიტიკის შედეგადაც, გააქტიურდება ან ღმერთმა ნუ ქნას, შედგება რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში. ეს ახსოვდეს კარგად ყველა პოლიტიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია რა შედეგი დადგება ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა