logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
18:23 22.01.2020
„ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ "იმედის" „დღის ქრონიკაში“.

„მცირე პაუზის შემდეგ საარჩევნო ჭიდილი მორიგ ფაზაში გადადის. პროპორციული არჩევნების საკითხზე წარმოშობილ პოლიტიკურ დავაში ოპოზიცია მოკავშირეებს ქვეყნის გარეთაც ეძებს. შემხებლობის სხვადასხვა ხარისხის მქონე ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებს აფიქსირებენ.

ხელისუფლებისთვის ფრონტის ხაზი უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე გადის და დიპლომატიურ რესურსს სწორედ მათზე ხარჯავს, რათა ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. დიპლომატიური კორპუსი ამავე დროს აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც იმ საარჩევნო სისტემაზე კონსესუსის მიღწევაა, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციური პარტიებისთვის კი, რომელთაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის. საქართველოს შიდა საინფორმაციო ველში პოლიტიკური სპიკერები თავიანთთვის ხელსაყრელი ფორმით ამძაფრებენ დემოკრატიის შესახებ გზავნილს და სხვადასხვა აქცენტებით ცდილობენ აუდიტორიის დაჯერებას ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობის შესახებ.

საქართველოს დემოკრატიის განვითარება და მისი საგარეო კურსი წარმოადგენენ იმ თემებს, რომელთაც თავისი კონკრეტული მახასიათებლები და საზომი გააჩნიათ. თუმცა როდესაც საქმე არჩევნებს და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხება, ეს თემებიც უმალ ბრძოლის ინსტრუმენტად იქცევა. მთავარი შეცდომა, რასაც ოპოზიცია უშვებს, არის ყოფიერების ყველა ასპექტში აპოკალიპტური სურათის დახატვა, რაც მთლიანობაში მოსახლეობისთვის აშკარად დამახინჯებულ ხედვას წარმოადგენს. ამ სურათისგან წარმოქმნილი მიუღებლობა კი ფარავს რეალურად არსებულ პრობლემებსაც, რომელიც ბუნებრივად ახასიათებს განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანას“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა