logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კრისტიან ტერეში: თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა
კრისტიან ტერეში: თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა
18:15 22.01.2020
„დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს - განაცხადა ეურონესტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერეშმა.

„მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ რა თქმა უნდა მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა, თუ როგორ იყო საქართველოს საკითხი განხილული. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. ჩემთვის დასანანია ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას - სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. ეს ხდება მგრძნობიარე თემების და დეტალების გათვალისწინების გარეშე. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს და ევროპარლამენტარებსაც აუცილებლად ვეტყვი“ - განაცხადა ტერეშმა.

მისი თქმით, საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს.
„არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის გამოიყენოს საქართველო როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში. ქართველი ხალხისთვის და ევროპარლამენტარებისათვის, ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წლების მანძილზე საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს.

საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ყველა რომ ყველაფერზე თანხმდებოდეს ეს დემოკრატია აღარ იქნებოდა. ეს რუსეთში ხდება. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება უნდა გადაწყდეს ქვეყნის შიგნით. არცერთი პოლიტიკური ლიდერისთვის მიზანშეწონილი არ არის, ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკონ ქვეყანა და არ იცოდნენ რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი, იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო და უფრო ძლიერი“ - განაცხადა კრისტიან ტერეშმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა