logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია რაინჰარდ ბიუტიკოფერს და ჟან კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ
კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია რაინჰარდ ბიუტიკოფერს და ჟან კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ
12:12 22.01.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კახაბერ კუჭავას მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მწვანეთა ფრაქციის საგარეო პოლიტიკურ საკითხთა კოორდინატორთან, რაინჰარდ ბიუტიკოფერთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან.

კახაბერ კუჭავა ევროპელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის საფრთხე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ისე სრულიად რეგიონისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის აქტუალურობის შენარჩუნებას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტარს ასევე, ესაუბრა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნო საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გზით მიღწეული შედეგები. კახაბერ კუჭავამ შეხვედრისას, ისაუბრა 2017 წელს დაწყებულ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქვეყნის მართვის სრულიად საპარლამენტო მოდელზე გადასვლას და 2024 წლისთვის, მოქმედი საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს.


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან შეხვედრისას, კახაბერ კუჭავამ ვრცლად მიმოიხილა სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის შედეგები. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე. ირაკლი ბერაიამ ჟან კრისტოფ ბელიარდს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.

საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად, ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა. მან ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა