logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ 10 000 პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 65-70 იყო, ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 20-ზე ჩამოვიყვანეთ
სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ 10 000 პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 65-70 იყო, ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 20-ზე ჩამოვიყვანეთ
11:45 22.01.2020
ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა. პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეიგონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

„პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული. სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს მიწერა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, გამოკვლევა ჩაუტარდა ყველა პატიმარს და შედეგი იყო თავზარდამცემი - 49,5%, ანუ ყოველი მეორე პატიმარი დაავადებული იყო. განსაკუთრებით მაღალი იყო ქალთა დაწესებულებაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 60%-მდე აღწევდა.

„2012 წელს სისტემა ჩავიბარეთ დანგრეული ინფრასტრუქტურით და 20 000-ზე მეტი პატიმრით, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ნაწამები, წამებისგან ფსიქიკური პრობლემებით, წამებისგან ისე იყვნენ დაზიანებულები, რომ მათი მართვა შეუძლებელი იყო და ამიტომ აძლევდნენ უზომო რაოდენობით დამამშვიდებელ წამლებს. ყოველ 10 000 პატიმარზე საშუალო სიკვდილიანობა იყო 65-70, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი 30-ია. ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოვიყვანეთ 20-ზე.

ყოველწლიურად იყო ტუბერკულოზის 2000-მდე ახალი შემთხვევა, რომელთაგან ძალიან ბევრი იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში განკურნებას არ ექვემდებარება. ევროპაში ქრონიკული ტუბერკულოზის გამავრცელებლები საქართველოსა და რუსეთის ციხეებიდან გამოსული ადამიანები იყვნენ. პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 2000-დან 60-მდე ჩამოვიდა. როცა ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ აქვს ტუბერკულოზი და მას სვამენ საკანში, სადაც 20 -30 პატიმარია, იქ მკურნალობა კი არა ლამის შეგნებულ გავრცელებაზე შეიძლება საუბარი. პატიმრების მუდმივი შიშის ქვეშ ყოლა, რომ ციხეში თუ მოხვდები, იქიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ ან ჯანმრთელი ვერ გამოხვალ, ეს იყო პოლიტიკის ნაწილი. საავადმყოფო, რომელიც ჩვენ გავხსენით, და მართლა უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდეთ, რომ წარმატებული ყოფილიყო, დღეს ერთი მეოთხედითაც არ არის დატვირთული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არის“ - ამბობს სოზარ სუბარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა