logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია
09:59 22.01.2020
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. პროგრამა გრძელდება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, წარსულთან შედარებით, სრული კონტრასტი შექმნა და C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლაში გლობალური ლიდერი გახდა.

„C ჰეპატიტის პროგრამა მომზადდა და დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აშშ მთავრობასთან თანამშრომლობით შევძელით ამ წარმატებული პროგრამის განხორციელება. რაც მთავარია, ამ პროგრამით სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც, რაც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია ან მკურნალობს უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროგრამის ეკონომიკურ ეფექტზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორ დროს სწორი აქცენტი გააკეთა.

„ 82 ათასი ადამიანის მკურნალობას 5.74 მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, რაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტს აღემატება. ეს ჩვენ შევძელით იმით, რომ საქართველომ, პირველმა, ყველაზე სწორ დროს გააკეთა აქცენტი ადამიანის უფლებებზე, C ჰეპატიტთან ბრძოლაზე და ჩვენ გავხდით ის ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ და კომპანია „გილეადმა“ ნდობა გამოუცხადა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით და სიცრუეა, თითქოს პროგრამა ჩავარდა” და ვადებში ვერ აღწევს მიზანს

„საქართველო არის გლობალური ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება. პროგრამის „ჩავარდნისთვის“ და „ჩაფლავებისთვის“ ასეთ მაღალ ჯილდოს ქვეყნებს არ ანიჭებენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა