logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს დღეს ახალგორელების სახელით მიმართა
ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს დღეს ახალგორელების სახელით მიმართა
20:34 21.01.2020
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მე დღეს გამოვიყენე ეს ძალიან მაღალი პლატფორმა იმისთვის რომ ყველა მწვავე საკითხი, ძირითადი გამოწვევა გამეჟღერებინა, რაც გამოწვეული გახლავთ მიმდინარე ოკუპაციით და გადაუჭრელი კონფლიქტით. დღეს ევროპარლამენტარებს ვესაუბრე ახალგორელების სახელით. მე ვისაუბრე ახალგორელების ხმით, რომ მიმეწვდინა ეს ხმა, მათი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, იმ ყოველდღიური განსაცდელის შესახებ, რაც გამოწვეულია ერთადერთი გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით და ამ ადამიანების სრული იზოლაციით, რაც პირდაპირი გაგებით ემუქრება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სცდება ყოველგვარ ადამიანურ სტანდარტს. ასევე ვისაუბრე ჩორჩანაში მიმდინარე მცდელობებზე ბორდერიზაციის, გუგუტიანთკარში გუშინ განახლებულ პროცესზე, რომელიც არის ახალი ეპიზოდი, რუსეთის ძალიან ძველი პოლიტიკისა და მე მათ ვთხოვე მხარდაჭერა იმისთვის რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა, შეწყდეს უსამართლობა, უკანონობა რომელიც წარმოადგენს საფრთხეს როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე ჰუმანიტარული სიტუაციისათვის ადგილზე ათასობით ადამიანისთვის.

მე მოვისმინე მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარების მხრიდან, ისინი სრულიად იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, რომ მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგვარდეს კონფლიქტები. დაუშვებელია რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან შეგუება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის სრულად მხარდაჭერილი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, რაც მთავარია. მათ შორის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

დღეს ვისაუბრე ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, სამშვიდობო ძალისხმევებზე, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ აფხაზური და ოსური საზოგადოებების მხრიდან მაღალ ინტერესზე, ჩვენს მზაობაზე, დიალოგის, კონტაქტების გაფართოებისა და თანამშრომლობის წახალისებისაკენ, რაშიც აუცილებლად გვჭირდება ევროკავშირის და სხვა პარტნიორების დახმარება“- განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა