საჰაერო ხომალდისთვის საშიშროების შექმნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება.
ამასთან დაკავშირებით, "სისხლის სამართლის კოდექსს", ახალი მუხლი - "საჰაერო ხომალდისთვის საშიშიროების შექმნა" დაემატა. გადაწყვეტილების თანახმად, საჰაერო ხომალდისთვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გაცემა, რითიც მას ფრენის დროს საშიშროება ექმნება, ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ასევე საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას თავისუფლების აღკევთით სამიდან რვა წლამდე დაისჯება, ხოლო სანავიგაციო დანადგარების დაზიანება ან განადგურება ან მათი ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა - ხუთიდან თორმეტ წლამდე.
ამასთან, საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთის განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის განადგურება, დაზიანება ან მისი ტვირთის განადგურება და დაზიანება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან 15 წლამდე დაისჯება, ხოლო საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება - ვადით 8-დან 15 წლამდე.

















