logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
დუბლინში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
15:03 21.01.2020
ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა ირლანდია“ ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ეხმიანება ევროპის კონტინენტზე არსებულ აქტუალურ გამოწვევებს. მან ასევე აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის განმავლობაში დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, ხოლო მაისში, თავმჯდომარეობის დასასრულს, თბილისი უმასპინძლებს მინისტერიალს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დონ სექსტონი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროკავშირის განყოფილების დირექტორი, რომელმაც მიულოცა ქართულ მხარეს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა და წარმატება უსურვა თავმჯდომარეობის პერიოდში დასახული მიზნების მისაღწევად. საგარეო უწყების წარმომადგენელმა ისაუბრა ირლანდიის, როგორც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ორგანიზაციის მთავარი ღირებულებებისადმი ერთგული დამოკიდებულების თაობაზე.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპული მოძრაობა ირლანდია“ აღმასრულებელი დირექტორი ნოელ ო’კონელი, რომელმაც ასევე გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით განახორციელებს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციას.

გამომსვლელთა სიტყვით მიმართვის შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას უმასპინძლა ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრების და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე გავრცელდა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ამსახველი ბროშურები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა