ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება.
გელაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია, აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის.
გელაშვილის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი 12 დეკემბერს დატოვა. მისი ადგილმონაცვლა ზაქარია ქუცნაშვილი იყო, თუმცა მან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა, პარლამენტში დაბრუნებაზე უარი თქვა.

















