logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნა ეროვნული საქმეა
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნა ეროვნული საქმეა
17:02 20.01.2020
„საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნით ეროვნული საქმე გაკეთდა. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს თაობასაც მიეცა შესაძლებლობა, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდამჭერები და მონაწილეები. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ და მეტ განვითარებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფოლკლორის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და მათთან ერთად, საზოგადოებას ფოლკლორის დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს გახსნილ ახალ სივრცეში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა - ფოლკლორის ოქროს ფონდი განთავსდება.

„ბევრ ადამიანს უკითხავს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ქართული მუსიკა, საგალობლები, მრავალხმიანი სიმღერა საუკუნეების განმავლობაში ისე შემოინახა ქვეყანამ, რომ ის ჩანაწერის სახით არ ყოფილა სადმე დაცული. ამაზე ბევრი სხვადასხვა პასუხი მომისმენია. რეალურად ამ ყველაფრის შენარჩუნება და აღდგენა მოხერხდა იმიტომ, რომ ის არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი, მოხერხდა იმიტომ, რომ მას ღირსეული მამულიშვილები ინახავდნენ და ასწავლიდნენ თაობებს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობა გაგრძელდება და „ ჩვენი ფოლკლორი, ლიტერატურა, კულტურა კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვის“.

არჩილ თალაკვაძემ ფონდს - „ქართული გალობა“ და ღვინის კომპანია „შილდას“ ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმის დაფუძნებისა და სივრცის ინფრასტრუქტურული განახლების ფინანსური უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარებაში ჩხარტიშვილების ოჯახის და ანზორ ერქომაიშვილის განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკის განახლებაში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. არჩილ თალაკვაძემ ბიბლიოთეკის თანამშრომლების შრომის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და პარლამენტის სახელით, მათ პატივისცემა დაუდასტურა.

ფოლკლორის დარბაზში, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები მოიყრის თავს. აქ განთავსდება ფონო-ჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე, შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერსებული პირებისთვის კი, სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა