logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გია გაჩეჩილაძე:  ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს
გია გაჩეჩილაძე: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს
16:13 20.01.2020

„ცალკეული კონგრესმენების, კონგრესმენთა ჯგუფის ერთობლივი განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური სპექტრის ნაწილისათვის, მაგრამ ჩვენთვის

მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანად კონგრესის გადაწყვეტილებები, ორპარტიულად მიღებული რეზოლუციები, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია. ბოლოს მიღებული რეზოლუციით მათ მოუწოდეს, რომ საქართველოსთან სასწრაფოდ გაფორმებულიყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს, სხვანაირად ასეთი მოწოდების გაჟღერება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურების გაცხადებები და არა ცალკეული კონგრესმენებისა თუ პარლამენტის წევრების განცხადებები, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ პირველის „დღის ამბებში“.

 


მისი თქმით, სახელმძღვანელო უნდა იყოს საქართველოს ინტერესები - ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ა.შ. მიმართულებით.


„ამის უზრუნველყოფაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეერთებული შტატების პოზიცია ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვყავს სერიოზული მტერი, რომელიც იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს, იტაცებს ხალხს და სამწუხაროდ, მას კიდევ ემსახურება რბილი ძალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალის სახით“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები არამედ, ევროკავშირის პარლამენტის გარკვეული წევრებიც კი ზოგჯერ აკეთებენ გაურკვეველ განცხადებებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სრულად ინფორმირებულები არ არიან, თუ რა ხდება გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით.


„ფრონტერას საკითხი არის ძალიან სერიოზული. როდესაც, 2015 წელს ფრონტერას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოში არის იმდენი რაოდენობის გაზი, რომელიც აჭარბებს უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიბიის, ჩინეთის რესურსებს მაშინ მან საქართველოს სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. რესურსების გადანაწილების გამო მიდის გარკვეული ომები და ბრძოლები რეგიონალური მასშტაბით. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს მითუმეტეს, პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ამერიკაში იქნება თუ ევროპაში. როდესაც განცხადებებს აკეთებ, მხოლოდ საკუთარი კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა აკეთებდე ამ განცხადებას“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს საარბიტრაჟო სასამართლოში. „„ფრონტერა“ საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვს სამ ნახევარ მილიარდ დოლარს.

 

„ეს წარმოუდგენელია, რადგან ფრონტერას წარმომადგენლობამ თავისი საქმიანობით და ხელშეკრულების დარღვევით ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს. ეს თანხა მართლაც რომ დაეკისროს საქართველოს ბიუჯეტს, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო - ოპოზიცია იქნება ეს თუ ექსპერტი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოვიდეს და არა თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის მერკანტილური, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა