logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიგი წერეთელმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სიტყვით მიმართა
გიგი წერეთელმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სიტყვით მიმართა
19:00 17.01.2020
ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ეუთო-ს ხელმძღვანელობა და 57 წევრი სახელმწიფის ელჩები ესწრებოდნენ. სხდომაზე მომხსენებლად

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი იყო მიწვეული. მან ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი მოგვარების პროცესში ეროვნული პარლამენტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუთოს სივრცე კვლავ განიცდის მნიშვნელოვან რყევებს როგორც პოლიტიკური საკითხების, ასევე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ამიტომ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ გზას მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების განმტკიცება და უმთავრესი საერთაშორისო პრინციპების დაცვა წარმოადგენს.

სიტყვით გამოსვლისას გიგი წერეთელმა საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პრიორიტეტებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო მისი, როგორც პრეზიდენტისა და ორგანიზაციის აქტივობები რეგიონალური უსაფრთხოების, ტერორიზმის და მიგრაციის, კლიმატის ცვლილების, ანტიკორუფციული, საარჩევნო მონიტორინგის, სამოქალაქო თავისუფლებების სა საერთაშორისო პარტნიორობის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე დაეთმო. „მინდა მივესალმო უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში უმაღლესი დონის მოლაპარაკებების დაწყებას. ტყვეების გაცვლა, ხიდების აღდგენა, საკონტროლო-გამშვები დამატებითი პუნქტების გახსნა უკეთესი მომავლის იმედს აჩენს. სამწუხაროა, რომ მსგავსი ცვლილებები არ შეინიშნება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმართ და საქართველოში კვლავაც გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისი, რაც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის კი კვლავაც გაუსაძლის პირობებია შექმნილი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო საერთაშორისო საზოგადოებას და ეუთოს წევრ-სახელმწიფოებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ, უკრაინის, რუსეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის სომხეთის, თურქეთის, საქართველოს ელჩებმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა