საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა
, სადაც საქართველო-საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებები. ირაკლი ბერაიამ ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე მოვლენები გააცნო. ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

















