logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მივიღეთ ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ და სოციალურ მუშაკებს 2020 წლის 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ
არჩილ თალაკვაძე: მივიღეთ ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ და სოციალურ მუშაკებს 2020 წლის 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ
16:59 17.01.2020
„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართა.

არჩილ თალაკვაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან და იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად, ორასამდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვითაც მიმართა და სოციალური მუშაკის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაობის შესახებ მიღებულ კანონზეც, რომელმაც მუშაკებს მეტი დამოუკიდებლობა და შესაძლებლობები შეუქმნა.

„საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რის შედეგადაც თქვენი საქმე და ფუნქციები უფრო მკაფიოდ განისაზღვრა და მოგეცათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი გარანტიები დ შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი საქმე, რასაც სოციალური სამუშაო და სოციალური მუშაკის ფუნქცია ჰქვია, ასევე 2020 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა თქვენი ანაზღაურება და ის მინიმუმ 1200 ლარს შეადგენს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული და შესაბამისად, მასში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების მნიშვნელოვანი საქმიანობაც.

არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, სოციალურ მუშაკებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაგრძელდება მუშაობა მათი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. მისი შეფასებით, წლების განმავლობაში, სოციალური მუშაკების ანაზღაურება არ იყო იმ შრომის ადეკვატური, რომელსაც ისინი ასრულებდნენ.

ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სპეციალური საჭიროებები, ასევე ბავშვები, ხანდაზმულები, წამალდამოკიდებული პირები, ადამიანები, ძალადობის მსხვერპლები და მოქალაქეები ვინც ჯერ კიდევ სიღარიბეში რჩებიან თქვენს დახმარებას და მომსახურებას ძალიან საჭიროებენ და მჯერა ამ მისიას წარმატებით შეასრულებთ მომავალშიც. ხშირად თქვენ ხართ პირველები, ვინც ამ ადამიანებთან მიდიხართ და ეხმარებით. ძალიან ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და კარგად მახსოვს წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დაეხმარეთ,”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ მუშაკთა საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, პროფესიული განვითარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ამ კუთხით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა