logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა
დიმიტრი ხუნდაძე: სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა
15:27 16.01.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და , „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, გავრცელებულ განცხადებებზე ისაუბრა.

“ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შეტევა ,,C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. მინდა გითხრათ, რომ სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა! „საყოველთაო საპატიმრო პროგრამის“ ავტორები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შემქმნელებს „C“ ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება - ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ ქართულ ოცნებას, ისინი არ ერიდებიან ამ მნიშვნელოვანი სიკეთის დისკრედიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ,,C’’ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ამ მასშტაბით ხორციელდება.

წარსული მძიმე იყო, ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, დამატებით, კიდევ ორს ითხოვდნენ. ხალხი ქონებას ჰყიდდა, რომ მკურნალობის საფასური გადაეხადათ. დღეს კი კლინიკები სავსეა პაციენტებით და მათ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის გასამმაგებული ბიუჯეტი იხარჯება. მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება. ,,C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, რომლითაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, ამ დროისთვის 65.000 ადამიანმა ისარგებლა. აქედან 58.000-მა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათი განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია. ამ პროგრამას იწუნებენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული 25.000-მდე პატიმარი და აქედან, თითქმის ნახევარი ,,C" ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და "სიკვდილის" რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდეც კი მიაღწია და 5 საქმეზე დაუდგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა არაადექვატურ მკურნალობასთან და სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ პაციენტთა ჯანმრთელობის, არამედ, სახელმწიფოს იმიჯისთვისაც საკმაოდ საზიანო იყო. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ,,C" ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემიდან დაიწყო და შემდეგ მის გარეთაც გაფართოვდა.

საბოლოოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2014 წლის 12 ნოემბრის 1211-ე შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ გატარებული ღონისძიებები. საქართველოში სკრინინგის მოცვის პროგრამა, რომელიც ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გავრცელდა და გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200 წერტილში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მაგრამ არ მოსწონს ჭიაბერაშვილს. გაურკვეველ კალკულაციებს აკეთებს, ივიწყებს წარსულს და ცდილობს, რეალობა თავდაყირა დააყენოს. დაგვიწუნა 65.000 ნამკურნალები პაციენტი და ბრალი დაგვდო, კიდევ 2000 პაციენტის სამკურნალო პრეპარატი გქონდათ და რატომ არ გამოიყენეთო? თითქოს ამ 2000 პაციენტს უარი ვუთხარით მკურნალობაზე. ის კი არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ წამლის მარაგის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და 3-5%-ის ფარგლებში მეტობა დასაშვებია. ეს არ არის დანაშაული. ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას. სპეკულაცია თითქოს ფინანსური ბარიერი იყო პაციენტთა დაბალი აქტივობის მიზეზი, არასწორია, რადგან ამ პრობლემის სრულად მოხსნის შემდეგაც პაციენტთა ჩართულობის ტემპი რადიკალურად არ გაზრდილა. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანები სხვა პრიორიტეტებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა და ამავე დროს მიუღებელიც იმ ადამიანებისაგან "ჭკუის სწავლება", რომელთაც თავის დროზე, ჰქონდათ შესაბამისი თანამდებობაც და ბერკეტებიც, რომ საქმე ეკეთებინათ, მაგრამ მათ ამ ქვეყნისათვის და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემისთვის არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებიათ და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერს კადრულობენ, სიკეთეზე თავდასხმასაც კი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა