საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
ჩრდილო კავკასიის ხალხებს მიმართა და მოუწოდა მათ ბრმა იარაღად თავი არავის გამოაყენებინონ .
„მინდა მივმართო ჩვენს მეზობლებს, ჩვენს ჩრდილოკავკასიელ ძმებს - გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის და ყველანაირი ურთიერთობისთვის მათთან... მინდა მივმართო თითეულ მათგანს, ნუ გამოაყენებინებენ ნურავის თავს ბრმა იარაღად პროვოკაციებისთვის“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან და მიესალმება რუსეთიდან ტურისტებსა და ვიზიტირებს, მაგრამ არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის „წინააღმდეგ რაიმე ფორმით შეიარაღებული ჯგუფების გადადგილებას და შეიარაღებული პირების თარეშს“.

















