logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაში: გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან
მარიამ ჯაში: გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან
19:02 30.12.2019
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის "ჩინეთის ექსპერტი 2019"დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე და "დიდი აბრეშუმის გზის" აღორძინების მნიშვნელობაზე.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის ესა თუ ის დეპუტატი, თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას. ჩვენ მივესალმებით და გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარების პოტენციალი არის ბევრად უფრო მეტი და თითეული ჩვენი ფრაქციის წევრი მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში. რაც შეეხება უშუალოდ პლატფორმას, ვფიქრობ, რომ "სიმნომედია", წლებია უაღრესად დიდ საქმეს ეწევა საქართველო-კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაში. გილოცავთ თითეულ კონკურსანტს, განსაკუთრებით გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი, რომ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანასთან თანამშრომლობაში უკვე გაქვთ შეტანილი", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ჩინეთმცოდნეობის პროფესორს, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს მარინე ჯიბლაძეს, რომელიც წლებია ხელს უწყობს ხიდის მშენებლობას საქართველო-ჩინეთს შორის კულტურული ურთერთობისა და განათლების კუთხით.

ონლაინ კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეს საჩუქრად გადაეცა საგზური ჩინეთში, სიანში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა. ონლაინ ტესტი შედგებოდა 70 კითხვისგან, ოთხი სავარაუდო პასუხით. კონკურსი ტარდებოდა ქართულ ენაზე, რაც ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა ჩინური ენის ცოდნა არ იყო.

კონკურსისთვის სპეციალურად დაიწერა ინფორმაციული სტატიები ჩინეთის შესახებ , რომელიც განთავსებული იყო სინომედიის ვებ-გვერდზე: www.sinomedia.ge რუბრიკის "ჩინეთის ექსპერტი 2019", სტატიების ავტორები არიან ახალგაზრდა სინოლოგები: ირაკლი ქორქია, თეონა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, ოთარ ჭიღლაძე, თამარ ქვლივიძე და ნინო მარღანია. სტატიები დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: ეკონომიკა, ისტორია, კულტურა, საზოგადოება, ტექნოლოგიები, მოგზაურობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, თუმცა ტესტში ამ სტატიებიდან კითხვების 80% იყო გამოყენებული.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა