logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩვენ გვყავს მილიონ 200 ათასი დეკლარირებული ამომრჩეველი, რომლის 10-15% რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ვიხილეთ
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩვენ გვყავს მილიონ 200 ათასი დეკლარირებული ამომრჩეველი, რომლის 10-15% რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ვიხილეთ
13:24 28.12.2019
„ჩვენ გვყავს მილიონ 200 ათასი დეკლარირებული ამომრჩეველი, რომლის 10-15% რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ვიხილეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სიმრავლეში უპირატესობას „ქართული ოცნება“ ფლობს.

„თუ ამაში ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პროცესის და საარჩევნო მარათონის საბოლოო შედგი არის ხმის მიცემა, ფიზიკური ადამიანები აძლევენ ხმას და ამ სიმრავლეში გადამწყვეტ დრამატულ უპირატესობას ფლობს „ქართული ოცნება“, შესაბამისად ტროლინგი არის ტექნოლოგია, რომელიც მათ ჭირდებათ საკუთარი სიმცირის გასამრავლებლად. რაც შეეხება ყიჟინას და სიხარულს, რომ რაღაცეები დაიკეტა რაღაცები აღარ იქნება, ვერავინ აუკრძალავს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილს და მიხეილ სააკაშვილს შეახსენონ გირგვლიანის წამება, სისტემური წამება, ქონების წართმევა, დაცინვა, ეს ხალხი იმაუწყებლებს სოციალური მედიის ამ ყველაზე დემოკრატიული პლატფორმით, როგორი რაპორტინგიც არ უნდა აწარმოოს ე.წ. კოლექტიურმა კანდელაკმა, ფეისბუქში იქნება თუ სხვაგან. ამიტომ დრამატიზირება იმისი, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა გაუჩერა მით უმეტეს როდესაც არანაირი კავშირი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და მის მთავრობას ამ აქტივობებთან არ აქვს“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილს ტროლინგის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, მათ შორის გიგი უგულავა, რომელიც მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ტროლავს, როდესაც ამბობს, რომ მერობის დროს უკანონოდ ერთი თეთრიც არ გაუხარჯავს.

„გიგი უგულავა, რომელიც ტროლავს ქართულ საზოგადოებას, და ამბობს, რომ მერობის დროს ერთი თეთრი უკანონოდ არ გაუხარჯია, არის თუ არა საზოგადოების და ამომრჩევლის ტროლინგი? რა თქმა უნდა არის! იმიტომ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში, შესული განჩინებით დადგენილია რამდენიმე ფაქტი.

პირველი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბერს, ეს ტელეკომპანია დაარბია და მიითვისა და შემდეგ როგორც ალაფი, გადასცა ჯოზეფ კეის. ჯოზეფ კეის ამ ტელეკომპანიის მართვისას, ამ მარადიორების პოლიტიკურ გუნდს, იმიტომ, რომ ყველა მარადიორია, ვინც გარდაცვლილი კაცის ქონებას, მიისაკუთრებს და ეს ტელეკომპანია, მათი მარადიორობის შედეგად მიტაცებული, 10 მილიონი ლარი მოროდიორებს დაუგროვდათ საკუთარი წარმომადგენლის, ჯოზეფ კეის ვალი. მათ გაყიდეს 7 მილიონ დოლარად რიყე, შემდეგ უკან იყიდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, და ნამატი 10 მილიონი დოლარი, იმ ბიზნესმენებს ვისთანაც ეს ოპერაცია ჩაატარეს, გადაარიცხინეს, ამ თავისი, მარადორიული ვალის დასაბრუნებლად. ეს დადასტურებული ამბავია. დადასტურებული ამბავია ის, რომ თბილისის, განვითარების ბიუჯეტიდან, 50 მილიონი ლარი, უშუალოდ გიგი უგულავას მონაწილეობით, იყო გამოყენებული საარჩევნოდ. როდესაც ამას ვისმენ, ეს არის ტროლინგი, ტროლი არის ის, ვინც ამას უბედავს და კადრებს ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ტექნოლოგიებისადმი ფეტიშის კიდევ ერთ მაგალითად ნაცვლიშვილს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა მოჰყავს.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ველზე შემოვიდა, დაიწყეს, ფულის დაკეტვა იმიტომ, რომ ეგონათ ფულშია გასაღები. გამოიგონეს მოგელაძე, რომელმაც ყველაფერი დაკეტა, მაგრამ ბიძინა ვერ დაკეტა, ისე როგორც მოგელაძის, ქმარი, რომელიც იყო ყაჩაღი პროკურორი და ეხლა უგულავას ადვოკატია. ვერ დაიცავს უგულავას, იმიტომ რომ ყაჩაღობის ფაქტები, ისევე როგორც თავის პროკურორობის დროს, ისევე როგორც უგულავას, ესენი, არის ღია და დადასტურებული, ვერანაირი ტექნოლოგია ვერ დაიცავს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა