logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთავრობის ადმინისტრაციამ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა
მთავრობის ადმინისტრაციამ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა
14:29 27.12.2019
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს (OGP) მაკკოორდინირებელმა უწყებამ, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა.

ფორუმი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა. ნათია მეზვრიშვილმა
„ღია მმართველობის” პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმის წევრებს ადმინისტრაცის სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენ აგვირჩიეს მმართველი კომიტეტის წევრად და ვეცდებით ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურები ვიყოთ. მომავალი წლიდან პროცესები მაქსიმალურად გააქტიურდება სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, თუ მსგავსი ფორუმები. პროცესის ფორმალიზების მიზნით უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა, ვინაიდან ვფიქრობთ, ფორმალური მხარის მოგვარება პროცესებს მეტ ლეგიტიმაციას მისცემს და რაც მთავარია, გაზრდის სამინისტროების, მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას. ეს მნიშვნელოვანია, რათა პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით , უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გააჟღერონ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა არსებული სამოქმედო
გეგმის შესრულების მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დაგეგმილი აქტივობები მსხვილ რეფორმებზე ორიენტირებული, ქმედითი და ამავდროულდ შესრულებადი იქნება და ამ პროცესში მესამე სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ ფორუმს ღია მმართველობის საკოორდინაციო
პროცესის გასაძლიერებლად ახალი ინიციატივები წარუდგინა, მათ შორისაა, ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის პირველი მაღალი რანგის სათათბირო ორგანოს შექმნა. ფორუმმა
საბჭოს ფორმატზე, მანდატსა და საქმიანობის წესზე იმსჯელა.


ფორუმის მონაწილეებმა ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარი და სამომავლო
ნაბჯებიც განიხილეს.

შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) მხარდაჭერით გაიმართა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. 2017-2018 წლებში საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა.

2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა