logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ დაღესტნიდან საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების დივესრიული ჯგუფი გადმოსულიყო
ფხალაძე არ გამორიცხავს, რომ დაღესტნიდან საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების დივესრიული ჯგუფი გადმოსულიყო
15:10 29.08.2012

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე განვითარებული მოვლენების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს

გეოპოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. 


ის არ გამორიცხავს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩრდილოეთ კავკასიიდან შესაძლოა, გადმოსული იყოს ბოევიკთა ჯგუფი, რომელიც თვითნებურად მოქმედებს, ან დივერსიული ჯგუფი, რომლის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

„უფრო უარესი ვარიანტია, თუ ეს დივერსიული ჯგუფია, რომლის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან და რომლის მიზანია დესტაბილიზაციის ლოკალური კერების შექმნა“ - განაცხადა ფხალაძემ.

მისი აზრით, თუ ეს ბოევიკთა თვითნებურად მოქმედი ჯგუფია, პრობლემა ლოკალურია, ხოლო თუ აღნიშნული ქმედების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, ფხალაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები განმეორდეს.

ამასთანავე, ფხალაძემ აბსოლუტურად გამორიცხა ქართული მხარის მიერ წინასაარჩევნოდ ვითარების ხელოვნურად დაძაბვა.

„როდესაც მსგავსი მოსაზრებები ჟღერდება, მათ როგორც მინიმუმ ძალიან სერიოზული არგუმენტაცია სჭირდება, რადგან საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პიროვნების რეიტინგზე, არამედ საკითხი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“ - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება დაღესტანში რუსი სამხედროებისა და ტექნიკის კონცენტრაციას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს როგორც სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“, რომელიც სექტემბერში უნდა დაიწყოს, ასევე დაღესტნის ტერიტორიაზე ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების სერიას.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა.

მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა