logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: არ არის სამართლიანი, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდირებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა
არჩილ თალაკვაძე: არ არის სამართლიანი, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდირებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა
10:27 26.12.2019
„სასამართლო არცერთ ქვეყანაში არ არის იდეალური და მითუმეტეს, ვერ იქნებოდა იდეალური პროცესი, რომელიც პირველად ჩატარდა ქვეყანაში, მაგრამ ის მაკვირვებს, რომ როდესაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში შერჩევის არანაირი პროცესი არ არსებობდა, მოსამართლეების კანდიდატურებს ასახელებდნენ პრეზიდენტები და როდესაც ამას პარლამენტი უდასტურებდა ნოტარიუსივით, არავის არასდროს ხმა არ ამოუღია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბალანსშია, ადმინისტრაციულ საჩივრებში - სახელმწიფო მოქალაქის წინააღმდეგ, ხშირად იგებს მოქალაქე.

„ხუთი, შვიდი საქმე მაინც ხომ უნდა იყოს ასეთი, რომ სისტემურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. არ გვაქვს საქმეები, სადაც ჩანს, რომ სასამართლო სისტემურად მიკერძოებულია და სასამართლოში სისტემური პრობლემაა. სამაგიეროდ, გვაქვს პირიქით, როდესაც გახმაურებულ საქმეებზე, სადაც გადაჭარბებული კრიტიკა მივიღეთ, ევროსასამართლომ პირიქით დაადგინა - თქვა საქართველოს სასამართლო იყო სწორი და ეს იყო არა მხოლოდ ერთ საქმეზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებსა და რეიტინგებში ჩანს, რომ საქართველოს სასამართლო დღეს უფრო დამოუკიდებელი, ეფექტური და სამართლიანია. არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს და განაცხადა, რომ სამართლიანი არაა, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდირებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა.

„იმიტომ, რომ კითხვები არის სამ ადამიანთან, თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლო არ არსებობს? ეს არის განწყობა, რასაც ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან. ამ 12 ახალ მოსამართლეში, ამბობთ, რომ რამდენიმეს აქვს რეპუტაციული პრობლემები, ანუ, მათ მიმართ არის კითხვები. კითხვები დაისვა კომიტეტზე და რომც დაგეთანხმოთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი ამასა და დანარჩენ სასამართლოს შორის და ვთქვათ, რომ ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი?“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა