logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საუბარი, რომ თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, მაშინ ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა - არის არადემოკრატიული და ორმაგი მიდგომა
არჩილ თალაკვაძე: საუბარი, რომ თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, მაშინ ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა - არის არადემოკრატიული და ორმაგი მიდგომა
10:19 26.12.2019
„საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იღებს, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა და იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ცუდია და სახლში უნდა წავიდეს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა - ეს არის ორმაგი მიდგომა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ისაუბრა. მისი შეფასებით, ივნისში, პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივის გამოცხადებას პროტესტი არ დაუსრულებია - პროტესტი დარჩა მანამ, სანამ ოპოზიციური პარტიების რესურსი ბოლომდე არ ამოიწურა.

„რომ არ მომხდარიყო 20 ივნისი, ყველამ იცოდა თუ არა ამ საზოგადოებაში, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო? მაშინ მივიჩნიეთ, რომ ოპოზიციის მოქმედებები იყო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გადავდგით ნაბიჯები. პოსტი დატოვა კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა პარლამენტში მიღებული. თუმცა, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, საბოლოო ჯამში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოშიც, იღებს პარლამენტი, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებას ან კანონის შეცვლას ეხება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა. ახლა იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ეარის ცუდი პარლამენტი, სახლში უნდა წავიდეს და ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ ამას დაამტკიცებდა, მაშინ იქნებოდა კარგი და პროგრესული პარლამენტი, ბოდიში, მაგრამ ეს არის ზუსტად ორმაგი მიდგომა და ეს არ არის დემოკრატიული. ეს არ არის კანონის უზენაესობის და იმ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც არის დასავლეთში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა