logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ
არჩილ თალაკვაძე: ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ
10:10 26.12.2019
„მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს - ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც კეთდება კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების მხრიდან კეთდება, მიღებულია როგორც მეგობრების პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ შემთხვევაში, უკვე არსებობს დამატებითი კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან.

„თუ უნდა გავაკეთო შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულებასა და მის ხედვაზე საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვიხელმძღვანელებდი, პირველ რიგში, ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და სადაც ვხედავთ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. თუ ვართ ის პოლიტიკოსები, ვისაც გვაინტერესებს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ, ამ გადმოსახედიდან უნდა ვიმსჯელოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს. ამ განცხადებაში არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, აქ არის ასევე, ძალიან კონკრეტული წინადადებები, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად. ეს არის სწორედ ის, რაც მომავალში გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს ბევრად მკაცრი კრიტიკა საქართველოს მიმართ წინა ადმინისტრაციის პირობებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო არ არის დასრულებული.

„ეს სამუშაო გრძელდება. მსოფლიოში არსად არ არსებობს სრულყოფილი პროკურატურა, სასამართლო სისტემა, სრულყოფილი ინსტიტუტები. ყველგან არის გაუმჯობესების რესურსი და ეს რესურსი არის საქართველოშიც“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა