logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ბაქრაძე: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს
დავით ბაქრაძე: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს
13:00 25.12.2019
საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ს შეუძლია აჩვენოს ყველას საქართველოს მაგალითზე, რომ მისი მხარდაჭერით და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც,- ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს.

"როდესაც ვამბობთ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოც აშშ-ისთვის სტრატეგიული პარტნიორია. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო იყო ერთი პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აშშ-ისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად და მოკავშირედ იქცა. ერთი მხრივ, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ავღანეთში ამერიკელებთან ერთად, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა არსობრივად შეიცვალა. თუ აქამდე მათ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის ამზადებდნენ, ახლა წვრთნის მიზანი ტერიტორიული თავდაცვაა. გარდა ამისა, საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ის შეუძლია აჩვენოს ყველას საქართველოს მაგალითზე, რომ მისი მხარდაჭერით და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე საუბრისას მთავარი აქცენტი ეკონომიკურ პარტნიორობაზე გაკეთდა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით აშშ დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებით. ამის მაგალითად მან ფოთისა და ბათუმის პორტებში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციები დაასახელა.

"როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის მხრიდან ჩნდება ინტერესი საქართველოსადმი, როგორც კვანძისადმი, დამაკავშირებლისადმი ამ დიდი ევრაზიული ეკონომიკების. ერთი მხრივ ეს არის ჩინეთი, მეორე მხრივ თურქეთი, ევროკავშირი და ჩვენ ამ ყველასთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთბები. საქართველო არის კვანძი მისი გეოგრაფიული მდებარეობოდან გამომდინარე. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია და ჩვენ ამის განვითარებას უკვე ვხედავთ"-აცხადებს ელჩი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა