logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
გია ვოლსკი: ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
16:32 24.12.2019
„ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და საკამოდ ხაზგასმითაც. რამდენიმე დღის წინ იგივე იყო ნათქვამი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც იგი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და, ამასთანავე, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს, და არა ქუჩის აქციებისკენ.

„ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლოს რეფორმაში ხორციელდება და ამასთანავე მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ თავისი დაპირისპირებული პოზიციები და საბოლოო შეთანხმების საკითხი. ეს არის მთავარი, ახლა ამას როგორი ინტერპრეტაციაც უკეთდება, ეს არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ, კვლავ სპეკულაცია მოახდინონ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სწორედაც რომ თავად არის მონდომებული გააგრძელოს რეფორმები პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში, რაზეც არის მინიშნება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგრძელდეს რეფორმები - გაგრძელდეს თემა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს, გაგრძელდეს. განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა. ნდობის თემა საზოგადოებაში პროკურატურას მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა მას ეს ნდობა აქვს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ჰქონდა 2012-მდე და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული მედიასაშუალებების გამოყენებით, ეს არის სამწუხაროდ რეალობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რომ წაიკითხოთ, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ევროპული ქვეყნების მიმართ, იქაც წერია გარკვეული შენიშვნები, სურვილები, კეთილი სურვილები, და ამაში დასაძრახს მე ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მთავარი პარტნიორის წინადადებები, მოსაზრებები, თუნდაც შენიშვნები უნდა გახდეს სახელმძღვანელო ჩვენი მომავალი საქმიანობის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა