logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: შეერთებული შტატები აღიარებს, იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების ყველა სფეროში
ირაკლი ბერაია: შეერთებული შტატები აღიარებს, იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების ყველა სფეროში
16:16 24.12.2019
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ მასთან თანამშრომლობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს, იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების ყველა სფეროში. ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება არის ამის ნათელი დადასტურება“, - აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„განცხადებაში აქცენტი არის გაკეთებული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და მის მნიშვნელობაზე, იმ სწორ ნაბიჯებზე, რაც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაში არის ასახული. რეფორმის მეოთხე ტალღას წინ უძღოდა სასამართლო რეფორმის სამი ტალღა და რომ არა ამ სამი ტალღის წარმატება, თავისთავად, ვერ იქნებოდა ინიცირებული მეოთხე ტალღაც. ეს არის ის ძირითადი აქცენტები რასაც ოფიციალური ვაშინგტონი ამასთან დაკავშირებით აკეთებს. ასევე, ხაზგასმულია დიალოგის მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ არავინ უჭერს მხარს რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ და რევოლუციურ დღის წესრიგს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს ურჩია, რომ მათ იხელმძღვანელონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური თარგმანით.



„მე ვნახე სხვადასხვა ინტერპრეტაცია, მათ შორის დაჟინებით მოწოდებასთან დაკავშირებით, რაღაც გარკვეულ შეშფოთებასთან დაკავშირებით და მსგავსი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, ყველას გირჩევთ, იხელმძღვანელოთ საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდით. ძალიან კარგად ვიცი რა წერია ამ განცხადებაში, როგორც ინგლისურ ასევე, ქართულ ვერსიაში. აქ საუბარი არის ჩვენი ხელისუფლების ამბიციური, დემოკრატიული დღის წესრიგის შემდგომ განმტკიცებაზე და გაგრძელებაზე. რეფორმები არ არის ერთჯერადი პროცესი. ეს არის მუდმივი პროცესი და შესაბამისად, რეფორმების ტალღები, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, არის განგრძობადი იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს ეს რეფორმები პრაქტიკაში, ხდება ამის შეფასება, მათი შემდგომი გაძლიერების, ადაპტაციის და სრულყოფის მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ხელისუფლება არის დემოკრატიული პრინციპების ერთგული. ეს დასტურდება მნიშვნელოვანი ნაბიჯებით რომელიც ჩვენ გადავდგით ყველა მიმართულებით მათ შორის, სასამართლოს რეფორმის თვალსაზრისით, პროკურატურის რეფორმის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა