logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯ. ადამ ერელი: საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით
ჯ. ადამ ერელი: საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით
10:56 24.12.2019
,,საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”,- ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი ,, ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს.

სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს - დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია და რომ როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია

,,1 წელიწადზე ნაკლები დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. ქართველი ხალხი, რომელიც დგას მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

აშშ-ის მხრიდან საქართველოს - დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია. როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთი, დასავლეთით შავი ზღვა და სამხრეთითა და აღმოსავლეთით თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება, მნიშვნელოვან ტერიტორიებს ფლობს.

აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს, საქართველოს რამდენიმე პორტი შავიზღვისპირეთში წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაკავშირებელს ევრაზიასა და ატლანტიკურ ოკეანეს შორის. საქართველო მდებარეობს კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული ნაკადების შუაგულში. ახალი აბრეშუმის გზის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნების ცენტრში მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა სუპერსახელმწიფოების კონკურენციის ეპიცენტრად.

გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”,- ამბობს ადამ ერელი.



https://www.washingtontimes.com/news/2019/dec/23/georgia-at-a-crossroads/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა