logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები განიხილეს
18:34 23.12.2019
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრისას აღინიშნა.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ასევე - პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელიც მხარეებმა პროდუქტიულად შეაფასეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე.

აღინიშნა, რომ პროცესი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ორივე სახელმწიფოს ინტერესებისა და მეგობრობის გათვალისწინებით უნდა განვითარდეს.
საუბარი შეეხო სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის, ასევე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას.

ამ კონტექსტში პოზიტიურად შეფასდა სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) გახსნა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევის მნიშვნელობას მისი დროულად გათავისუფლების პროცესში.
გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ელმარ მამედიაროვი თბილისს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, რომელიც ქვეყნებს შორის მოქმედი სამმხრივი ფორმატის ფარგლებში გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა