logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცმოძრაობის ყველა სპიკერი ერთი მხრივ საუბრობდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობაზე,  მეორე მხრივ, მიზანმიმართულად  ავრცელებდა  მთავარ ყალბ ამბავს - ქართულ ოცნებას მიაწერეს ანტიდასავლური კამპანიის წარმოება
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცმოძრაობის ყველა სპიკერი ერთი მხრივ საუბრობდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობაზე, მეორე მხრივ, მიზანმიმართულად ავრცელებდა მთავარ ყალბ ამბავს - ქართულ ოცნებას მიაწერეს ანტიდასავლური კამპანიის წარმოება
14:40 23.12.2019
,,ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძლავრია ნაცმოძრაობის პროპაგანდა ქვეყნის შინგით და მის ფარგლებს გარეთ. მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ მარგინალთა ეს გუნდი არასოდეს იტყვის უარს, მიაღწიოს მიზანს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება დააბრალოს ოპონენტს",- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.



მისი თქმით, ფეისბუქის ცნობილ განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით არანაირ ანტიდასავლური პროპაგანდაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ამონარიდი განცხადებიდან - "ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდ



,,ახლა, როდესაც ვნებათაღელვა ჩამცხრალია, ცივი გონებით გავაანალიზოთ წინა დღეებში მომხდარი ფეისბუქის ექაუნთების დაბლოკვის ამბავი. ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, მაგრამ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას.

1 - განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ნაცმოძრაობის ყველა სპიკერი გამოლაგდა და მწყობრი, წინასწარ შეთანხმებული მესიჯბოქსით დაიწყეს ხელისუფლების ლანძღვა-გინება. ასევე მზად აღმოჩნდა ნაცმოძრაობის ყველა სატელევიზიო თუ სხვა საინფორმაციო პლატფორმა და მყისიერად დაიწყო ინფორმაციის მასირებული გავრცელება, ასევე წინასწარ შეთანხმებული მესიჯბოქსით.

2 - ნაცმოძრაობის ყველა სპიკერი ერთი მხრივ საუბრობდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობაზე, ფეისბუქის გარკვეული ექაუნთების დაბლოკვას ზეიმობდა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართულად იქვე ავრცელებდა ყველაზე მთავარ ყალბ ამბავს - ქართულ ოცნებას მიაწერეს ანტიდასავლური კამპანიის წარმოება. არადა, ცნობილ განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით არანაირ ანტიდასავლური პროპაგანდაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ამონარიდი განცხადებიდან - "ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდნენ ინფორმაციას ქვეყნის შიდა სიახლეების და ისეთი პოლიტიკური საკითხების შესახებ, როგორებიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, ოფიციალური პირები, ოპოზიციის და ადგილობრივი აქტივისტი ორგანიზაციების კრიტიკა".

3 - ცალსახაა, რომ ფეისბუქის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარე - ამ პოსტის ქვეშ ხედავთ სქრინს ცნობილი გვერდიდან "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო", სადაც ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილია დაბულინგებული. თუ ამ ავაზაკურ გვერდს დაათვალიერებთ, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. აქ იღვრება სიძულვილის და შეურაცხყოფის ნაკადი, აბულინგებენ და აგინებენ ადამიანებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. ასეთი კიდევ არაერთი გვერდი აქვს ნაცმოძრაობას, მაგრამ რატომღაც, შეირჩა მათ წინააღმდეგ მოქმედი გვერდები და სწორედ ეს გვერდები გაუქმდა. ანუ, რა გამოდის? პროპაგანდაც შერჩევითია? რჩება მეორე ვარიანტი - ნაცმოძრაობამ იმუშავა და სწორედ მათი ზეგავლენის ქვეშ მოხდა ის რაც მოხდა.

ასე რომ, მეგობრებო, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძლავრია ნაცმოძრაობის პროპაგანდა ქვეყნის შინგით და მის ფარგლებს გარეთ. მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ მარგინალთა ეს გუნდი არასოდეს იტყვის უარს, მიაღწიოს მიზანს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება დააბრალოს ოპონენტს",- წერს ლევან ნიკოლეიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა