logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში, გამოდიან აქციებზე, ეწევიან დეზინფორმაციას და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით
არჩილ თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში, გამოდიან აქციებზე, ეწევიან დეზინფორმაციას და დაკავებულები არიან რეალობის გადაკეთებით
10:12 23.12.2019
„არ ვფიქრობ რომ ეს არის სკანდალი, რეალურად ეს არის “ფეისბუქის“ რეგულაციების და წესების ნაწილი, რომ „ფეისბუქი“ პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ და აუქმებს მას ამერიკაშიც, ევროპაშიც და მათ შორის საქართველოშიც“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მიერ ანგარიშებისა და გვერდების წაშლას.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა: “მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში - ადამიანებს კლავდნენ და ახლა თითქოს ადამიანის უფლებები აინტერესებთ; ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა ბიზნესის დაცვაზე საუბრობენ; მედიას აკონტროლებდნენ და ტელევიზიებზე რეიდებს ატარებდნენ - ახლა თავისუფალ მედიაზე გვიკითხავენ მორალს; ეროვნული და პროდასავლური ღირებულებები ფეხით გათელეს და ახლა პროდასავლელებად მოაქვთ თავი!

ახლაც ვნახეთ ამაზე სპეკულაციები. ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა დღეს, რომ „ფეისბუქმა“ ამხილა თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიისთვის. ეს არის სიცრუე, არაფერი ასეთი “ფეისბუქის” ოფიციალურ განცხადებაში არ წერია. ეს ღონისძიებები გატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც იმავდროულად. “ფეისბუქი” არის ღია სივრცე და ყველამ კარგად იცის, რომ ფეისბუქში არის არამხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი, არამედ უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი დეზინფორმაცია. არიან სავარაუდოდ ჩვენი მხარდამჭერებიც, ვინც აქტიურობენ, არიან ადამიანები და ორგანიზებული ქსელები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის“ ყველა მომხმარებელმა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ის სუბიექტები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ბევრად მეტ თანხას ხარჯავდნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტიც უღირთ როგორმე ხელისუფლება გააშავონ, მაგრამ არ გამოუვათ. არჩევნებში მოქალაქეები მონაწილეობენ და არა ტროლები. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონ მოქალაქეზე მეტმა. ძალიან ბევრი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ, ევროპასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იყო გამოსული თბილისის მთავარ მოედანზე ქართულ ოცნებასთან ერთად. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც. ეს ადამიანები და ეს მხარდაჭერა, რაც არჩევნებზე ფიქსირდება, ხალხი ვინც მხარს გვიჭერს დედაქალაქში და რეგიონებში - ვირტუალური არ არის. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და არა ტროლები. ხალხს აქვს რეალური ინფორმაცია, რომელიც იღებს სხვადასხვა წყაროსგან და ათასჯერ ამოწმებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა