logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში
10:07 23.12.2019
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დაბრუნებულიყო, ეს ძალისხმევა დღემდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში. დარწმუნებული ვარ, რადგან ამხელა ძალისხმევა უშედეგოდ უბრალოდ ვერ დასრულდება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი აამოქმედა, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატები და ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, ცხელი ხაზი და ხალხთაშორისი კავშირები. „დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს და ოჯახის ამხელა ძალისხმევა ვერ ჩაივლის უშედეგოდ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაპატიმრება და მისთვის პატიმრობის შეფარდება ყველანაირ ადამიანურ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება.

„თუკი ოდნავ პრეტენზია გაქვს რომ რამეს მართავ, დე ფაქტო ხელისუფლებასაც კი, ასეთი რამ არ უნდა გააკეთო. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცე და როგორ შეიძლება ყველაზე უარესად წარმოაჩინო შენი თავი, როდესაც აპატიმრებ ექიმს, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეტევის, ძალადობის და ტყვეობის სუბიექტი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, იყო რისკები, რომ მოხდებოდა საკითხის პოლიტიზირება და ეს ასეც მოხდა - ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო სპეკულაციები და საკითხის პოლიტიზების მცდელობა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს არცერთი ოჯახის უსაფრთხოება არ უნდა შეეწიროს.

„ვაჟა გაფრინდაშვილმა თავისი ქცევით, სასამართლოზე გაკეთებული განცხადებებით აჩვენა თავისი პრინციპული პოზიცია, რომელიც არის ასევე ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი ვერ იქნება გაკეთებული. მეორეს მხრივ, პოლიტიკური სპეკულაციების გამო არ უნდა დაზარალდეს არცერთი ოჯახი, არცერთი ექიმის უსაფრთხოება და ფაქტი არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მისმა მეუღლემაც, ძალიან დელიკატურად, ადამიანურად მოუწოდა ყველას, რომ პოლიტიკურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს ამასთან დაკავშირებით ნუ გააკეთებთო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა