logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან
არჩილ თალაკვაძე: ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან
10:03 23.12.2019
„ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესში შეჰყავდა ქვეყანა ოპოზიციას. წარმოგიდგენიათ, რა იქნება ქვეყანაში პროპორციული არჩევნების შემდეგ? ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ხელში არაფერი არ უჭირავთ, გარდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციებისა, მანდატების რაღაც რაოდენობას რომ მოიპოვებენ პარლამენტში, თუ წარმოგიდგენიათ რას გააკეთებენ? მზად იყვნენ მთელი სახელმწიფო დაებლოკათ, ოღონდ თავისი მიეღოთ! კოალიციის შექმნა გამოვა მათთან?! ან მთავრობის დაკომპლექტებაზე შეთანხმება?! - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა და შესაბამისი მაგალითები დაასახელა.

„პროპორციული არჩევნების შემოღებამ უკვე ამ ორი წლის განმავლობაში არაერთ, ჩვენზე ბევრად განვითარებულ სახელმწიფოებში - გერმანიაში, ბელგიაში, ლატვიაში, იტალიაში გამოიწვია კრიზისები. ბოლო მაგალითია ისრაელი, სადაც ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე არჩევნებს ატარებენ - იქაც სამთავრობო კრიზისია. ჩატარდა არჩევნები, დიახ, პროპორციულად განაწილდა მანდატები ისე, როგორც ხალხმა ხმა მისცა პარტიებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მოხდა: იმ ხალხისვე ინტერესების საზიანოდ, პარლამენტები მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, ზოგან ექვსი თვით, ზოგან სამი თვით, ზოგან უკვე ერთი წლით ბლოკირებული და პარალიზებულია სამთავრობო და მმართველობის პროცესი. მთავრობის შექმნა სანახაობა და შოუ ხომ არ არის? მთავრობა თუ არ შეიქმნა, გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პენსიებზე, რეფორმებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკაზე. ფაქტობრივად, ქვეყანა არის გაჩერებული. და ეს ოპოზიცია რომ გაჩერებას აირჩევს, ვიდრე რაიმეზე შეთანხმებას, უკვე არაერთხელ გამოჩნდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა