logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ელიზაბეთ რუდი: სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით  საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა გვაქვს
ელიზაბეთ რუდი: სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა გვაქვს
12:56 22.12.2019
,,ჩვენ მტკიცედ ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულნი. ვიცით, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება, გვაქვს საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაში შედის მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამა",- ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ,,კურიერთან"- ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ელიზაბეთ რუდი აცხადებს, მომავალ წელს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

,,ჩვენ მტკიცედ ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები. ვიცით, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება, გვაქვს საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაში შედის როგორც აღვნიშნე, მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ბევრი ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო სწავლებები, წელს ვიხილეთ საქართველო-ნატოს წვრთნები, სადაც საქართველომ დაამტკიცა საკუთარი უნარი, იყოს ლიდერი ოპერაციის წარმართვის, კონტროლის და სხვა კომპონენტების მიმართულებით. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, მსურს ვახსენო მასშტაბური სწავლება "მტკიცე სული" (agile spirit) და მომავალ წელსაც ველით ამ სწავლებას. ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია გემების ვიზიტი, რაც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ვიზიტები საშუალებას აძლევს საქართველოს, უფრო მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონულ უსაფრთხოებაში, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. წელს ქართველი კურსდამთავრებულები აშშ-ის საზღვაო აკადემიაში გვყავდა. 2019 წელს დავასრულეთ ,,ჯაველინების" სისტემის მიწოდება საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის. ვფიქრობ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალ წელს",- განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა